განხილვის სხდომის მიმდინარეობა 1. საჯარო განხილვა ტარდება ქართულ ენაზე.
2.
საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
განხილვის სხდომის მიმდინარეობა 1. საჯარო განხილვა ტარდება ქართულ ენაზე.
2.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) საჯარო განხილვის სხდომის გახსნის შემდგომ წარადგენს საჯარო განხილვის დღის წესრიგს რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საჯარო განხილვაზე მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობას.
4.სამინისტროს წარმომადგენელი გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე აღწერას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საქმიანობის განმახორციელებლის, დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილისა და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ; ბ) სკოპინგის ანგარიშის განხილვის შემთხვევაში ინფორმაციას გარემოზე შესაძლო ზემოქმედებისა და მისი სახეების შესახებ, რომელიც შესწავლილი უნდა იყოს გზშ-ის პროცესში, ინფორმაციას ჩასატარებელი საბაზისო/საძიებო კვლევების შესახებ, ასევე ზოგად ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც გათვალისწინებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებისათვის შემცირებისათვის ან/და შერბილებისათვის. გ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნიკურ პარამეტრებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების სახეებსა და მასშტაბებს, დაგეგმილი საქმიანობის ადგილისა და ტექნოლოგიების ალტერნატივებს, ზემოქმედების შერბილების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს.
5.გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვაში საქმიანობის განმახორციელებლის მონაწილეობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის მონაწილეებს ასევე გააცნობს საქმიანობის განმახორციელებელი.
6.სგშ-ის ანგარიშზე და სგშ-ისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე საჯარო განხილვის დროს დამგეგმავი ორგანო საჯარო განხილვის მონაწილეებს გააცნობს: ა) ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, ასევე ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის შინაარსის, ამოცანებისა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტთან კავშირის შესახებ; ბ) ზოგად საპროგნოზო ინფორმაციას სტარტეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ; გ) სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე, ადამიანის სიცოცხლეზე ან/და ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან შერბილების ღონისძიებების მოკლე აღწერას.
7.სამინისტროს/დამგეგმავი ორგანო წარმომადგენელი (წარმომადგენლები), საქმიანობის განმახორციელებელი ასევე კონსულტანტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულნი არიან კომპეტენციის ფარგლებში უპასუხონ საჯარო განხილვაზე დასმულ შეკითხვებს.
8.საჯარო განხილვაზე მონაწილე პირთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები).
9.სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები) უზრუნველყოფს საჯარო განხილვის სხდომის აუდიოჩაწერას, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – მის ვიდეოგადაღებას.
10.საჯარო განხილვა როგორც წესი არ უნდა გრძელდებოდეს ერთ სამუშაო დღეზე მეტს.
11.საჯარო განხილვის დროს წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სამინისტროს/დამგეგმავი ორგანოს წარმომადგენელი (წარმომადგენლები). იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – გააძევოს დარბაზიდან.
12.საჯარო განხილვა შეიძლება გაგრძელდეს დარბაზიდან გაძევებული პირის მონაწილეობის გარეშე.
13.საჯარო განხილვა ჩატარებულად ჩაითვლება იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მას საზოგადოების წარმომადგენელი.
14.ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე საჯარო განხილვის ჩატარების ან საჯარო განხილვის გაგრძელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამინისტრო/დამგეგმავი ორგანო ფორსმაჟორული სიტუაციის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს საჯარო განხილვის შესახებ ცნობის განმეორებით გამოქვეყნებას.
The amendments this article has been through
The representative leading the public hearing session has changed from a Ministry official to a representative of 'the Center' for activities subject to EIA.
amending act №5824744Modifications to sub-paragraph 'b' of paragraph 2, paragraph 3 (planning authority competence), paragraph 6, paragraphs 7-9 (planning authority competence), paragraphs 11 and 14 (planning authority competence) of Article 9.
amending act №5444749The roles of the Ministry representative and project implementer are updated to include informing participants about procedures outlined in the Environmental Assessment Code.
amending act №5015744Describe your situation — we'll help you find the right specialist.