1.მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს: ა) წერილობით; ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს; გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
2.საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს/განთავსდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2 1 . საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კოდექსით განსაზღვრული საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; ბ) ჰიბრიდული ფორმატით. შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ჰიბრიდული ფორმატი გულისხმობს საჯარო განხილვის ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-12 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებას, რაც უზრუნველყოფს საჯარო განხილვაში საზოგადოების დისტანციურ მონაწილეობას.
3.საჯარო განხილვის წესი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი სა და ამ კოდექსის შესაბამისად დგინდება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი თ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7164 – ვებგვერდი, 22.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1521 – ვებგვერდი, 13.05.2022წ.

