Article 13. სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ვალდებულებები
სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირი ვალდებულია: ა) იხელმძღვანელოს შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციებით, სამართლებრივი ნორმებითა და სხვა წესებით და დაემორჩილოს დამსაქმებლის მიერ დადგენილ სამუშაო პროცედურებს; ბ) დაიცვას დამსაქმებლის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, საწარმოო ექიმისა და ზედამხედველი ორგანოს განკარგულებები საწარმოო გარემოსა და არასაწარმოო გარემოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გ) ამ კანონის მე-12 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს ან მის წარმომადგენელს; დ) არ გამოცხადდეს სამუშაოზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში და სამუშაოს შესრულებისას არ მოიხმაროს ასეთი მდგომარეობის გამომწვევი ნივთიერებები; ე) გონივრული ეჭვის არსებობისას დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში გაიაროს შემოწმება იმის დასადგენად, იმყოფება თუ არა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში; ვ) დაემორჩილოს სამუშაო სივრცეში თამბაქოს მოხმარების შესახებ აკრძალვებს. თავი V სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები და პროფესიული დაავადებები
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
შრომის უსაფრთხოების შესახებ
