საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
Article 30. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა
1. სააგენტო ვალდებულია შექმნას და მართოს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა.
2. სააგენტოს მიერ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნისა და ეფექტიანად მართვის, აგრეთვე ანგარიშგების მიზნით უფლებამოსილი ორგანო მას სათანადო მოთხოვნის საფუძველზე წარუდგენს დადებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების ასლს მის ყველა დანართსა და ცვლილებასთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან ერთად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზა საჯაროდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის გამოქვეყნება შეზღუდულია ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.
