1.სოციალური მუშაკის დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხდენა დაუშვებელია.
2.სოციალური მუშაობის პრინციპებიდან და ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ერთად განსაზღვრავს მისაწოდებელი მომსახურების ტიპს და მის ხელმისაწვდომობას, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც მრავალმხრივი ან დისციპლინათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში განიხილება.
