Article 54. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას; ბ) მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მუშაობას; გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოციალურ-პედაგოგიური დახმარების გაწევას; დ) მოწყვლადი მოსწავლეების ან/და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩართვას; ე) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3847 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
