Article 61. სოციალური მუშაკის წახალისება
1. სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის წახალისების შესახებ.
2. სოციალური მუშაკის წახალისების ფორმებია: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.
3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის წახალისებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სოციალური მუშაობის შესახებ
