სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღის ვადით; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა; ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1830 - ვებგვერდი, 29.12.2017წ.
შემოსავლების სამსახურის შესახებ
Article 9. სამსახურის თანამშრომლის წახალისება
Consolidation №13 Verified against the current consolidation · 26 Nov 2025
