დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 11^18. მოსამსახურის წახალისება
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სიგელით დაჯილდოება; ე) სამინისტროს უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება; ვ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ზ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; თ) დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის შემცირება (ამ კანონის 11 20 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შემთხვევაში); ი) დაწინაურება.
2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად იქნეს გამოყენებული წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისთვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე.
4. წახალისებული მოსამსახურე ახალი დამსახურებისთვის შეიძლება კვლავ წახალისდეს წახალისების იმავე ან სხვა ფორმით.
