1.საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ, კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები: ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობასა და მეურნეობის ფუნქციონირებას; ბ) დროებით გაასახლონ პირები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან. ამასთანავე, აუცილებელია, აღნიშნულმა ორგანოებმა მისცენ ამ პირებს მუდმივი ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები; გ) საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; დ) აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის სათანადო ნებართვის გარეშე დატოვება; ე) თავდაცვის მიზნებისა და დანაშაულის პრევენციისთვის დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი და ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს − აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებები და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებები; ვ) აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა; ზ) შეიტანონ ცვლილებები სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საწარმოების) მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი; თ) საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით, საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, თანამდებობებიდან გადააყენონ სტრატეგიული და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით გათავისუფლება, გარდა საპატიო მიზეზით დათხოვნისა. აღნიშნულმა ორგანოებმა თანამდებობებიდან დროებით გადაყენებული პირები საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე უნდა აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებიდან, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან (მათ შორის, საწარმოებიდან) მიღებული რესურსები გამოიყენონ საომარი მოქმედებების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული პირების, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით, მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საომარი მდგომარეობის გაუქმების (დამთავრების) შემდეგ; კ) აკრძალონ გაფიცვები; ლ) შრომისუნარიანი მოქალაქეები ჩართონ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში შრომის ანაზღაურებით, აგრეთვე საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში და უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება; მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა; ნ) შემოიღონ საკარანტინო ღონისძიებები და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები; ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლი დაუწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს; პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები; ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და შეამოწმონ ისინი; რ) შეამოწმონ დოკუმენტები პირთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას მოაწყონ მოქალაქეთა პირადი შემოწმება, აგრეთვე შეუმოწმონ მათ ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები; ს) შემოიღონ კომენდანტის საათი.
Article 162. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში
Compare versions
1. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ, კონკრეტულ გარემოებათა მიხედვით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განახორციელონ შემდეგი ღონისძიებები: ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობასა და მეურნეობის ფუნქციონირებას; ბ) დროებით გაასახლონ პირები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან. ამასთანავე, აუცილებელია, აღნიშნულმა ორგანოებმა მისცენ ამ პირებს მუდმივი ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები; გ) საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი; დ) აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის სათანადო ნებართვის გარეშე დატოვება; ე) თავდაცვის მიზნებისა და დანაშაულის პრევენციისთვის დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი და ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს − აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებები და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებები; ვ) აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა; ზ) შეიტანონ ცვლილებები სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საწარმოების) მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი; თ) საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით, საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, თანამდებობებიდან გადააყენონ სტრატეგიული და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით გათავისუფლება, გარდა საპატიო მიზეზით დათხოვნისა. აღნიშნულმა ორგანოებმა თანამდებობებიდან დროებით გადაყენებული პირები საომარი მდგომარეობის გაუქმებისთანავე უნდა აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს მათი თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებიდან, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან (მათ შორის, საწარმოებიდან) მიღებული რესურსები გამოიყენონ საომარი მოქმედებების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული პირების, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით, მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საომარი მდგომარეობის გაუქმების (დამთავრების) შემდეგ; კ) აკრძალონ გაფიცვები; ლ) შრომისუნარიანი მოქალაქეები ჩართონ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში შრომის ანაზღაურებით, აგრეთვე საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში და უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება; მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა; ნ) შემოიღონ საკარანტინო ღონისძიებები და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიული და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები; ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონტროლი დაუწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს; პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები; ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და შეამოწმონ ისინი; რ) შეამოწმონ დოკუმენტები პირთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას მოაწყონ მოქალაქეთა პირადი შემოწმება, აგრეთვე შეუმოწმონ მათ ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები; ს) შემოიღონ კომენდანტის საათი. 2. (ამოღებულიაეროვნული -უსაფრთხოების 26.06.2025,საბჭო №801).განიხილავს საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს. 3. (ამოღებულიასაომარი -მდგომარეობის 26.06.2025,მოქმედების №801).პერიოდში სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი. 4. (ამოღებულიაეროვნული -უსაფრთხოების 26.06.2025,საბჭოს №801).უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ, გააუქმონ ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება. 6. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს, ცალკეულ ადგილებში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა. 7. თუ საომარი მდგომარეობის მოქმედების ადგილებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, შეიძლება შემოღებულ იქნეს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებები დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ მმართველობის განმახორციელებელ დროებით ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც უფლება აქვს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად: ა) განახორციელოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) დროებით შეასრულოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ფუნქციები; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე; დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილზე განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 9. საომარი მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობა. 10. საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი ამოქმედება ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. 11. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ან მისი თავიდან აცილებისთვის, მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას. აღნიშნული მოქალაქეებისთვის ბინების მიცემის, მატერიალური ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“, „ვ“, „კ“ და „მ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №801 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
The story of this article· 1
The amendments this article has been through
- · published 30 Jun 2025
Removal of subsections 2-4, which detailed specific measures authorized during a state of war.
amending act №6542352
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
