სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.სახანძრო-სამაშველო დანაყოფის სახეებია: ა) სახელმწიფო − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისადმი დაქვემდებარებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი; ბ) საუწყებო − სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ შექმნილი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი; გ) კერძო − მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ შექმნილი სახანძრო-სამაშველო დანაყოფი.
2.საუწყებო სახანძრო დაცვის დანაყოფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით.
3.კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების საქმიანობისა და შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.
4.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესს ამტკიცებს მინისტრი.
5.საუწყებო და კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს მეთოდურ დახმარებას უწევს, აგრეთვე კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფს ამოწმებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
6.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
The amendments this article has been through
Specifies that the Minister approves the regulations governing the activities of the State Fire Service.
amending act №4426020These lawyers work in the legal area related to this article.