სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მეშვეობით, რომლის საქმიანობის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურების განხორციელება, მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 1 1 . სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში ფიზიკური/იურიდიული პირისთვის პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემას და სანებართვო/სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს. 1 2 . „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის/ექსპორტის ნებართვის, პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების/რეალიზაციის ლიცენზიის გაცემის საფასურია: ა) 20 სამუშაო დღის ვადაში გაცემის შემთხვევაში − 500 ლარი; ბ) 10 სამუშაო დღის ვადაში გაცემის შემთხვევაში − 1 000 ლარი.
2.სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3.სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი და ამავე სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №172 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მეშვეობით,მეშვეობით. რომლისამ სააგენტოს საქმიანობის მიზანია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურების განხორციელება, მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უზრუნველყოფა, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი და ამავე სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 6 სექტემბრის კანონი №1715 – ვებგვერდი, 16.09.2022წ.
The amendments this article has been through
New paragraphs 1.1 and 1.2 of Article 41 assign responsibility to the State Agency for issuing import/export permits and production/sales licenses for pyrotechnic products, establishing a fee structure based on processing time (20 or 10 business days).
amending act №6330318Clarifies the role of the State Agency for Reserves and Civil Safety Services in providing state services and managing material reserves.
amending act №5560320Clarifies that the State Agency for Reserves and Civil Security Services operates under the EMS.
amending act №4426020These lawyers work in the legal area related to this article.
საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ