სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 55. მოსამსახურის წახალისება და წახალისების ფორმები
1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა; თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები: ა) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715); ბ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715); გ) (ამოღებულია - 06.09.2022, №1715); დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა; ე) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.
