სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 64. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი
მოსამსახურეს, რომელსაც მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება, ყოველთვიურად ეძლევა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოზე (თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივ სარგოზე) დანამატი (წელთა ნამსახურობის დანამატი) შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) 1-დან 2 წლამდე ნამსახურობისათვის – 5 პროცენტი; ბ) 2-დან 5 წლამდე ნამსახურობისათვის – 10 პროცენტი; გ) 5-დან 10 წლამდე ნამსახურობისათვის – 15 პროცენტი; დ) 10 წლის ან მეტი ნამსახურობისათვის – 20 პროცენტი.
