1.საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ ორ სტადიად: ა) I სტადია − საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის განხილვა და დამტკიცება; ბ) II სტადია − საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის განხილვა და დამტკიცება.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
