ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ყოველწლიური სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი საქმიანობის მიმართულებები, აგრეთვე მათ შესასრულებლად საჭირო რესურსები და მათი წყაროები.
3.ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას კოორდინატორის წარდგინებით საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საკოორდინაციო საბჭო.
4.კოორდინატორი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.
These lawyers work in the legal area related to this article.