საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Article 47. ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობით საკითხებთან დაკავშირებით
1. დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სხვა სუბიექტთან დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მაგალითად, ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან/და მისი მოწესრიგების თაობაზე).
2. ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირებისმიერ შესაძლებელია ინიციირებულ იქნეს ცალკეული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება კერძო დაფინანსებით. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ორგანოსა და ინიციატორს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას სახელმწიფო შესყიდვებთან და კონკურსთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით. [ 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას საჯარო შესყიდვასა და კონკურსთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადებისას განისაზღვრება შესაბამისი დავალების შესრულების ვადა. ეს ვადა განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვით. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2577 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4426 - ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1712 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
