ამ კოდექსის 55-ე, 57-ე და 58-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო იმავე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით ამტკიცებს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმას. ეს გეგმა უნდა ადგენდეს აღნიშნული ღონისძიებების მიზნებსა და არეალს, აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შემცირებისა და აღმოფხვრისკენ მიმართულ სოციალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და სხვა, მსგავს ასპექტებს.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Article 59. გადაწყვეტილება ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების თაობაზე
Consolidation №39 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
