საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Article 69. სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის დადგენა
1. სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამოა ის მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობა, რომელიც არ შეესაბამება განაშენიანების გეგმით ან/და ძირითადი დებულებებით ნებადართულ გამოყენების სახეობას, განაშენიანების პარამეტრებს, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების წესებს, მიწის ნაკვეთის ფართობის პარამეტრებს ან არასამშენებლო ტერიტორიაზე მდებარეობს. შეუსაბამობა დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამშენებლო განვითარების კონკრეტული მიზნის მიმართ.
