Article 21. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა
1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ დამსაქმებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.
3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად.
4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.
