1.მონაწილე , რომელსაც დროებით შეუჩერდება სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. ის საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ დასაქმებული შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების, დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ხელფასის ნებისმიერი მიზეზით არარსებობის გამო შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას, რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად.
