Article 3. დაგროვებითი საპენსიო სქემა
1. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .
2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება და საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ამ კანონის 21-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში).
3. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში ან თვითდასაქმებულის მიერ თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.
