საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
Article 7^1. (ამოღებულია)
Compare versions
1. შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული საჭიროებისამებრ და პერიოდულობით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით შეადაროს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას. მათი შედარების შედეგად საპენსიო სააგენტო ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას ან/და ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს მიერ ინფორმაციების შედარების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ. ამასთანავე, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო სააგენტოსთვის დაბრუნება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს მიერ ინფორმაციების შედარების შედეგად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია: ა) დამსაქმებელს, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულს, რომელმაც ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება დაარღვია, აგრეთვე დამსაქმებელს, რომელმაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაქმებულს იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად არ აუნაზღაურა საპენსიო შენატანი, დააკისროს საქართველოს 2023ადმინისტრაციულ წლისსამართალდარღვევათა 1კოდექსით ნოემბრისგათვალისწინებული კანონიჯარიმა №3601ან/და –მის ვებგვერდი,მიმართ 20.11.2023წ.გამოიყენოს გაფრთხილება; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის პირს მოსთხოვოს დარღვევის გამოსწორება − საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს 2024სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის თანხა ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით. 5. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა და საპენსიო შენატანი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო სააგენტოს ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 6. საპენსიო სააგენტო ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების წესებსა და პროცედურებს და აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს. საქართველოს 2023 წლის 271 ივნისისნოემბრის კანონი №4312№3601 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.20.11.2023წ.
