საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
Article 9^1. (ამოღებულია)
Compare versions
1. სამეთვალყურეო საბჭო შესარჩევი კონკურსის საშუალებით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს რისკის მთავარ ოფიცერს. 2. რისკის მთავარი ოფიცრის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით. 3. რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს 2023მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რისკის მთავარ ოფიცრად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად. 4. საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის სტრუქტურას სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს რისკის მთავარი ოფიცერი და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით. 5. რისკის მთავარ ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. რისკის მთავარ ოფიცერს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. რისკის მთავარი ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. 6. რისკის მთავარი ოფიცერი ან/და რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში რისკის მთავარი ოფიცერი ან/და რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო. 7. რისკის მთავარი ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში რისკის მთავარი ოფიცრის მოვალეობას ასრულებს რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე. 8. რისკის მთავარი ოფიცერი საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის მეშვეობით: ა) ასრულებს არასაინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ ფუნქციებს, სარგებლობს ამ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს აღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად; ბ) ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის აგრეგირებას და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, სარგებლობს ამ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს აღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული რისკის აგრეგირების წესების შესაბამისად; გ) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ ფუნქციებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო საბჭო ამ კანონის მე-13 მუხლის 1 ნოემბრის1 კანონიპუნქტით №3601გათვალისწინებულ –უფლებამოსილებას ვებგვერდი,არ 20.11.2023წ.გამოიყენებს. 9. რისკის მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად: ა) ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე; ბ) აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს სახელით დადებული გარიგებების შესახებ. 10. რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი, შეაჩეროს, შეაფერხოს ან/და შეზღუდოს საპენსიო სააგენტოს, მათ შორის, მისი საინვესტიციო სამსახურის, გადაწყვეტილებები. რისკის მთავარი ოფიცრის მიერ საპენსიო სააგენტოს მმართველობის ორგანოებისთვის ან/და სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენილი რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის. 11. რისკის მთავარი ოფიცერი ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე, ხოლო არასაინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციების შესრულებისას − უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. 12. რისკის მთავარი ოფიცერი დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის აგრეგირებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ისე საინვესტიციო საბჭოს წინაშე. საქართველოს 20242023 წლის 271 ივნისისნოემბრის კანონი №4312№3601 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.20.11.2023წ.
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
