1.შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტებისათვის, რომლებიც დამზადებულია ინდივიდუალურად ან სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, არასერიული წარმოების პროცესის შედეგად, და დამონტაჟებულია ერთ წინასწარგანსაზღვრულ სამშენებლო ობიექტზე, ამ რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული თვისებების შეფასების სისტემა შესაძლოა მწარმოებლის მიერ ჩანაცვლებულ იქნეს მწარმოებლის მიერ შექმნილი სპეციფიკური ტექნიკური დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და გამოყენებული პროცედურები შესაბამისობაშია სტანდარტებით გათვალისწინებულ პროცედურებთან.
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
