1.გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება დავალიანების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .
2.გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის რესპონდენტი მის მიერ დავალიანების ან დავალიანების ნაწილის დაფარვის დროს.
3.გამარტივებული წარმოებისას მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულად ჩაითვლება, თუ იგი აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით წარმოებს.
4.აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე რესპონდენტის მიერ შეტანილ თანხას წარმართავს აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე, გამარტივებული წარმოების საფასურის გამოკლებით. პერიოდულად შეტანილ თანხას გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობა პროპორციულად გამოაკლდება.
5.რესპონდენტის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ითვლება მის მიერ აპლიკანტისათვის გადახდის დღედ. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.

