Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის, პროფესიული დაავადებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო პროგრამების, საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში, აგრეთვე საზოგადოებრივი კონტროლი გაუწიოს მათ განხორციელებას.
2.პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს შრომის პირობების ისეთი დარღვევების აღმოფხვრა, რომლებიც საშიშროებას უქმნის მუშაკის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
3.პროფესიული კავშირი, მისი შრომის დაცვის სამსახურის მუშაკები მონაწილეობენ საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევაში.
4.პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობისა და დანადგარის დაპროექტებისას, მშენებლობისას და ექსპლუატაციაში მიღებისას მოითხოვოს მათი უსაფრთხოების შემოწმებაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.
These lawyers work in the legal area related to this article.