1.პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს.
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1.პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს.
2.
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Always up-to-date legal framework
3.პეტიციის განაცხადი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი: ა) შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ან/და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს; ბ) არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს; გ) შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა.
4.პეტიციის განაცხადის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 200 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე მისი სახელისა და გვარის მითითებით. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული. 1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 200 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
5.წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 200 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.
6.უმაღლესი საბჭოს ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შესასწავლად და განსახილველად პეტიციის დროებითი კომისიისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დროებითი კომისია იქმნება და საკითხს შეისწავლის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
7.შესაბამისი კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას; ბ) პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის; გ) მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
9.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს. აღნიშნული ვადა კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
10.სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, უმაღლესი საბჭო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
11.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას.
12.პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის რეგლამენტი №17-რს. - ვებგვერდი, 25.12.2020წ. თავი XVI თანამდებობის პირთა განწესება
The amendments this article has been through
Introduces a petition process allowing citizens to submit issues to the Supreme Council, detailing submission requirements and publication procedures.
amending act №5062984Describe your situation — we'll help you find the right specialist.