Article 100. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს ის უფლებები, რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნა რეგისტრირდება პენიტენციურ დაწესებულებაში. მას გადაეცემა მოთხოვნის რეგისტრაციის ნომერი.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. იგი ვალდებულია ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით, 5 კალენდარული დღის ვადაში უპასუხოს.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
