ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
Article 21. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა არსებული განაშენიანების შესაბამისად
1. კოდექსის 67-ე მუხლის მიზნებისთვის, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა ხდება: ა) განაშენიანების თვალსაზრისით მოწესრიგებული ტერიტორიის (მაგ., კვარტალის) კვლევის საფუძველზე მიღებული არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ასეთი ტერიტორიის ნაწილს; ბ) მიწის ნაკვეთის პერიმეტრის 50-მეტრიან რადიუსში მდებარე ტერიტორიის კვლევის საფუძველზე მიღებული არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაურეგულირებელი/მოუწესრიგებელი განაშენიანების ნაწილს (მიწის ნაკვეთის პერიმეტრის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიაში იგულისხმება ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეხებაშია ამ მიწის ნაკვეთის 50 მეტრის გარშემო ტერიტორიასთან).
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ტერიტორიებში არსებული მიწის ნაკვეთი შედის ქალაქთმშენებლობითი გეგმებით დადგენილ სამშენებლო ზონებში/ქვეზონებში, მაშინ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ ზონის/ქვეზონის მოთხოვნები, კოდექსის 67-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
