ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.განაშენიანების სახეობა განისაზღვრება განაშენიანების გეგმით/განაშენიანების დეტალური გეგმით ან ფაქტობრივი მდგომარეობით, რომელიც დგინდება ამ ძირითადი დებულებების 21-ე მუხლით დადგენილი წესით.
2.განაშენიანების სახეობა არის მიწის ნაკვეთის გვერდითი საზღვრების მიმართ შენობა-ნაგებობის განთავსების სახეობა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც დახურული, ისე ღია (ცალკე მდგომი, შეტყუპებული, შეჯგუფებული).
3.ცალკე მდგომია შენობა, თუ ის მოშორებულია მიწის ნაკვეთის გვერდით სამეზობლო საზღვრიდან, სამეზობლო მიჯნის ზონის დაცვით.
4.შეტყუპებულია განაშენიანების სახეობა, როცა ორი შენობა განთავსებულია გვერდიგვერდ მიწის ნაკვეთის საზღვარზე, ხოლო ღია მხრიდან ორივე მათგანი მოშორებულია მიწის ნაკვეთის გვერდით საზღვარს სამეზობლო მიჯნის ზონის დაცვით.
5.შეჯგუფებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პრინციპით განთავსებული ორზე მეტი შენობა, თუ მათი შეჯგუფების სიგრძე არ აღემატება 50 მეტრს, ხოლო დახურულია განაშენიანების სახეობა, თუ შეჯგუფების სიგრძე აღემატება 50 მეტრს ან მოქცეულია ურთიერთპარალელურ ქუჩებს შორის.
6.განაშენიანების გეგმაში/განაშენიანების დეტალურ გეგმაში შესაძლებელია ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებისაგან განაშენიანების სახეობის განსხვავებული პირობების განსაზღვრა.
The amendments this article has been through
A new type of development, 'clustered development', is defined as applicable to townhouses.
amending act №5943137These lawyers work in the legal area related to this article.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ