Article 99. საქალაქო განაშენიანების მიწები
საქალაქო განაშენიანების მიწები შედგება საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა შენობებითა და ნაგებობებით გაშენებული და გასაშენებელი მიწებისაგან. ამ მიწებს აძლევენ საწარმოებს, დაწესებულებებს და ორგანიზაციებს სამრეწველო, საბინაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სხვა შენობათა და ნაგებობათა აშენებისა და ექსპლუატაციისათვის, აგრეთვე მოქალაქეებს – ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის. მიწის ნაკვეთის ოდენობა და აღნიშნული მიზნით მისი გამოყენების პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული ნორმებისა და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. მშენებლობისა და არქიტექტურის ორგანოს ნებართვის მიღებამდე აკრძალულია გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
