ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ
Article 43. სამეზობლო მიჯნის ზონაში შეჭრა
1. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით, სამეზობლო მიჯნის ზონაში დასაშვებია: ა) შენობის საანგარიშო ზედაპირზე ან მის ნაწილზე მოწყობილი აივნის, ერკერის, შესასვლელი კიბის, პანდუსის მოწყობა, მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით, აგრეთვე, სხვა მსგავსი არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების შეჭრა, თუ ამ ნაწილების კიდიდან სამეზობლო საზღვრამდე პერპენდიკულარული მანძილი შეადგენდეს არანაკლებ 2.1 მეტრს. ბ) დამხმარე შენობა-ნაგებობის (მაგალითად: ავტოსადგომი, ტერასები, საბავშვო ღია სათამაშო მოედნები, ინვენტარის შესანახი სათავსო, ფარდული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები) განთავსება, რომლის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 3,0 მეტრს, ხოლო ქანობიანი სახურავის შემთხვევაში კეხამდე 4.0 მეტრს;
2. თუ განაშენიანების გეგმით ან/და განაშენიანების დეტალური გეგმით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, სავალდებულოა ან ნებადართულია შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსება, მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის პირობები.
