Article 122. საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენება
1. საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ანშენახვის სხვა ადგილზე, რაც არ იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
2. საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი საბაჟო პროცედურაში ექცევა იმავე წესით, რომლითაც მოექცეოდა ამ სახით არსებული საქონელი.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით საქართველოს საქონელი შეიძლება მოექცეს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების მიზნით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
