Article 126. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის გარეშე საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსება
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, თუ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე, შესაძლებელია: ა) საბაჟო საწყობში შენახულ იქნეს საქართველოს საქონელი; ბ) შიდა გადამუშავების პროცედურაში ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონელი გადამუშავდეს საბაჟო საწყობში ამ პროცედურით განსაზღვრული პირობებისა და შესაბამისი შემთხვევებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის სპეციალური ნორმების დაცვით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
