Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.ამ კოდექსის 117-ე მუხლის გათვალისწინებით, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია, რაც არ იწვევს: ა) იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
2.საქონლის შეკეთებისა და საქონლის განადგურების გარდა, სხვა შემთხვევაში შიდა გადამუშავების პროცედურა გამოიყენება, თუ არსებობს ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის (გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ც.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა) გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა. ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გამოყენებულ ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმების შესაძლებლობა.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შიდა გადამუშავების პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე: ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით მისი ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენი ოპერაციის განსახორციელებლად; ბ) იმ საქონლის მიმართ, რომელზედაც უნდა განხორციელდეს ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები.
These lawyers work in the legal area related to this article.