Article 117. ეკვივალენტური საქონელი
1. ეკვივალენტური საქონელი არის საქართველოს საქონელი, რომელიც შეიძლება შენახულ, გამოყენებულ ან გადამუშავებულ იქნეს სპეციალურ საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაცვლად.
2. გარე გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში ეკვივალენტური საქონელი არის უცხოური საქონელი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის ნაცვლად.
3. ეკვივალენტურ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს იმ საქონელს, რომელსაც იგი ანაცვლებს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. საბაჟო ორგანო პირის განცხადების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საბაჟო ზედამხედველობის მიზნისთვის უზრუნველყოფილი იქნება პროცედურის სათანადო განხორციელება, გასცემს ავტორიზაციას: ა) ეკვივალენტური საქონლის საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების, შიდა გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურაში გამოყენებაზე; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ეკვივალენტური საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში გამოყენებაზე; გ) შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის შემოტანამდე გატანაზე; დ) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად ეკვივალენტური საქონლისგან მიღებული გადამუშავებული პროდუქტის ჩასანაცვლებელი საქონლის გატანამდე შემოტანაზე.
