1.შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები: ა) საქონლის შტამპით ან ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით მონიშვნა; ბ) საქონლის დაწვრილებითი აღწერა, ფოტოგადაღება ან მასშტაბურად გამოსახვა; გ) საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მისი შედეგების შემდგომ შედარების მიზნით; დ) საქონელზე მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების ან სხვაგვარი მარკირება; ე) დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ოპერაციების განხორციელება; ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს.
