Article 15. წარმომადგენლის უფლებამოსილება
1. საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობისას წარმომადგენელმა უნდა განაცხადოს, რომ სხვა პირის დავალებით მოქმედებს, და მიუთითოს, პირდაპირი წარმომადგენელია თუ ირიბი. მიიჩნევა, რომ პირი თავისი სახელით მოქმედებს, თუ იგი არ აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, ან აცხადებს, რომ მოქმედებს, როგორც წარმომადგენელი, მაგრამ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე.
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია წარმომადგენელს მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. თუ ერთი და იმავე პირის წარმომადგენელი ამ პირთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობებს რეგულარულად ახორციელებს, მას საბაჟო ორგანომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა მოსთხოვოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია წარუდგინოს მას აღნიშნული დოკუმენტი.
4. საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურების წესი და პირობები, აგრეთვე უფლებამოსილების დასადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილების დადასტურება სავალდებულო არ არის, განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
