Article 17. განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გამოყენება
1. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია შეასრულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებები.
2. გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარმოიშვა და რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მის მოქმედებაზე/შესრულებაზე ან/და შეცვალოს მისი შინაარსი.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია: ა) გადასინჯოს გადაწყვეტილება; ბ) შეაჩეროს გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს, ბათილად იქნეს ცნობილი ან ძალადაკარგულად გამოცხადდეს.
4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს გადაწყვეტილების მფლობელის მიერ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და პირობების შესრულებას. თუ გადაწყვეტილების მფლობელის დაფუძნებიდან 3 წელი არ არის გასული, საბაჟო ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას.
5. გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილი განცხადების მიღებასა და განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადები, აგრეთვე გადაწყვეტილების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
