1.ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აღმჭურველი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ან მასში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება: ა) თუ აღმჭურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი რომელიმე პირობა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ სრულდებოდა ან არ სრულდება; ბ) აღმჭურველი გადაწყვეტილების მფლობელის განცხადების საფუძველზე.
