1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სწავლის მიზნით დასარჩენად შემომსვლელი მოსწავლის ან სტუდენტის მიერ სასწავლო პერიოდში პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი იმ სასწავლო აღჭურვილობის, საგანმანათლებლო ნივთის ან საყოფაცხოვრებო ნივთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, რომელიც მოსწავლის ან სტუდენტის საცხოვრებელი ადგილის ჩვეულებრივი ატრიბუტიკაა და მას ეკუთვნის, თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან.
