Article 90. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა
1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა: ა) საქონლის გაშვებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა.ა) საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა ამ დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ; ა.ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა; ბ) საქონლის გაშვების შემდეგ: ბ.ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი ხორციელდება; ბ.ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
2. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საქონლის გაშვებამდე საბაჟო ორგანოს ინიციატივით, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
