1.ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ბავშვს ასევე უფლება აქვს, მოუსმინონ მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი ასაკისა და გონებრივი და ფიზიკური განვითარების შესაბამისად. # # # 2. ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებითა და ფორმით.
3.ბავშვს აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება.




