Article 23. ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპები
1. ბავშვის უფლებები და თავისუფლებები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ერთობლივად, ბავშვის სრულფასოვანი, ჰარმონიული განვითარების ჭრილში უნდა იქნეს განხილული.
2. ბავშვის ყველა უფლებისა და თავისუფლების აღიარება, დაცვა და უზრუნველყოფა გარანტირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭების, ბავშვის მონაწილეობის, მისი სიცოცხლისა და განვითარების უფლებების რეალიზებისა და ბავშვთა თანასწორობის პრინციპების საფუძველზე.
3. ამ თავით გათვალისწინებული ბავშვის უფლებები ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ შეზღუდვებს. წიგნი II ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა თავი III ბავშვის უფლება ოჯახზე
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ბავშვის უფლებათა კოდექსი
