Article 48. ბავშვის სოციალური განვითარების მხარდაჭერა
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. ბავშვის სოციალური განვითარების მხარდასაჭერად შემუშავებული შესაბამისი პროგრამა უნდა მოიცავდეს ბავშვის სოციალური აქტივობის ღონისძიებებს, ბავშვის სოციალური ინკლუზიის ღონისძიებებს და ბავშვის მოხალისეობის ხელშეწყობის ღონისძიებებს.
2. ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამა თავისი შინაარსითა და მეთოდოლოგიით ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და ბავშვის სრულფასოვანი მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ის ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის მიერ საკუთარი უფლებების დამოუკიდებლად რეალიზების უნარისა და სხვათა უფლებების პატივისცემის ჩამოყალიბებას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ბავშვის უფლებათა კოდექსი
