Article 76. ბავშვის საქმის პრიორიტეტული განხილვა
Consolidation №12 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. ადმინისტრაციულმა ორგანომ და სასამართლომ ბავშვთან დაკავშირებული შუამდგომლობის, საჩივრისა და სარჩელის განხილვას პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ.
2. ბავშვის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს სასამართლო განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით.
3. კანონით დადგენილია ბავშვთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების პრიორიტეტული აღსრულების მექანიზმი იმ შემთხვევისთვის, როდესაც ამას ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ბავშვის უფლებათა კოდექსი
