„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით
Article 17. - მონაცემთა უსაფრთხოება
მხარეები უზრუნველყოფენ საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებას წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებული პერსონალური მონაცემების დასაცავად, მათი შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, შემთხვევითი დაკარგვის ან უნებართვო გამჟღავნების, შეცვლის, წვდომის ან ნებისმიერი ფორმით არაუფლებამოსილი დამუშავებისგან დასაცავად. კერძოდ, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ მხოლოდ მათ ჰქონდეთ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, ვისაც ასეთი ნებართვა გააჩნია.
