ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 108. უნივერსალური მომსახურება
1. საყოფაცხოვრებო მომხმარებელსა და მცირე საწარმოს უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ელექტროენერგია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან.
2. განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს უნივერსალური მომსახურება შესაძლოა გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმა, რომელსაც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება.
3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის წესებს, რომლებითაც რეგულირდება უნივერსალური მიმწოდებლის საქმიანობა, მათ შორის, უნივერსალური მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და უნივერსალური მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს წინა წლის განმავლობაში უნივერსალური მომსახურების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს. წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.
