1.მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ 5 წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
